თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. უნივერსიტეტის ქუჩაზე გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით გაზმომარაგება 8,2 ათას აბონენტს შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეწყდება 7 ოქტომბრის 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 10:00 საათამდე პერიოდში. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 8 ოქტომბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 საათისთვის.
კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც ნუცუბიძის, უნივერსიტეტის, ჯიქიას ქუჩების, ნაფეტვრების მოსახლეობას, ისე სავაჭრო და კვების ობიექტებს.
„თბილისი ენერჯი" მომხმარებლებს მოუწოდებს, იყვნენ ყურადღებით და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.