„რთველი2024": საქართველოში 300 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

ამ ეტაპზე აქტიური რთველი ლეჩხუმის რეგიონში მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 7ოქტომბერი— Sputnik. 7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 300 ათასი ტონა ყურძენიაგადამუშავებული, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, მოსავალი უკვე დაბინავებულია რაჭაში. ამ ეტაპზე აქტიური რთველი მიმდინარეობს საქართველოს მევენახეობით ცნობილ ლეჩხუმის რეგიონში, სადაც დარეგისტრირებულია ორი უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო „ტვიში“ და „ოყურეშის უსახელოური“.
ქვეყნის მასშტაბით გადამუშავებული ყურძნიდან 296 ათას ტონამდე - კახეთის, 1,7 ათას ტონამდე - რაჭის, 304 ტონა - ლეჩხუმის, ხოლო დანარჩენი, საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია.
ამ ეტაპისთვისმოსავალი 20 ათასზე მეტმა მევენახე-ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 450 მლნ ლარს აღწევს- რთველის პროცესში ჯამურად 486 ღვინისკომპანია და მარანი იყო ჩართული.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიასყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას აძლევს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველისგანმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშისყურძენს და მევენახეს 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა.
ჭარბიმოსავლის პირობებში „საფერავის" დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლისმართვის კომპანია“ მევენახე-ფერმერებისგან1 კგ „საფერავის" ჯიშის ყურძენს 1,50 ლარადიბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული აღნიშნული ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
რაც შეეხება რაჭას, რეგიონში სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.