ნარიშკინმა დასავლური სპეცსამსახურები აეს-ზე პროვოკაციების მომზადებაში დაადანაშულა

Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დასავლური სადაზვერვო სამსახურები უკრაინელებს რუსეთის ატომურ ელექტროსადგურებზე პროვოკაციებისთვის ამზადებდნენ, განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა ასტანაში დსთ-ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს 55-ე შეხვედრაზე.
მისი თქმით, საუბარია ბრიტანულ Mi-6-ზე, რომელიც უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად გეგმავდა რუსეთის ელექტროგადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოყვანას.
„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ დასავლური სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა, ბრიტანული Mi-6, სისტემატურად ამზადებდნენ უკრაინულ დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებს პროვოკაციების ორგანიზებისთვის რუსეთის რიგ ატომურ ელექტროსადგურებზე. კერძოდ, Mi-6-სა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში ამუშავებდნენ ოპერაციას იმ ელექტროგადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოსაყვანად, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებს რუსეთის ეროვნულ ელექტროსისტემასთან აკავშირებს“, — თქვა ნარიშკინმა.