თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მშვიდობის და განვითარების ტემპის შენარჩუნების პირობებში შეუძლია უფრო მეტს მიაღწიოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.
კობახიძემ პრეზენტაცია დაიწყო ციფრებით - „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მაჩვენებლებით, დღევანდელი მდგომარეობით და 2028 წლამდე გეგმებზე.е.
2012 წელს ეკონომიკა 27,9 მილიარდი ლარის დონეზე იყო, 2024 წელს 90 მილიარდი ლარია, 2028 წელს კი მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე დაასახელა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ამსახველი მონაცემები. კერძოდ, 2012 წელს ფულის მსყიდველობითი უნარი 10.040 დოლარი იყო და საქართველო მსოფლიოში 109-ე ადგილზე იყო.
2024 წელს ფულის მსყიდველობითი უნარი 25.250 დოლარამდე გაიზარდა და ქვეყანა 77-ე ადგილზე გადავიდა. „ქართული ოცნება“ 2028 წლისთვის ამ მაჩვენებლის მინიმუმ 36 ათას დოლარამდე გაზრდას გეგმავს. ამ შემთხვევაში ქვეყანა 66-ე ადგილზე აღმოჩნდება.
შედარებისთვის კობახიძემ სხვა ქვეყნების მონაცემები მოიყვანა. 2012 წელს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია საქართველოს თითქმის ოთხჯერ უსწრებდნენ. საქართველო ასევე ჩამორჩებოდა ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, გარდა მოლდოვის და უკრაინისა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ბოლო წლებში ბიუჯეტის მოცულობა შეადარა: 2012 წელს - 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს - 27,8 მილიარდი ლარი. პროგნოზი 2028 წლისთვის არის 40 მილიარდი ლარი, განვითარების ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით.
კობახიძემ საქართველოში უმუშევრობის შესახებ მონაცემებიც მოიყვანა. 2012 წელს ის 26,7% იყო, 2024 წელს – 13,7%, ხოლო 2028 წელს, „ქართული ოცნების“ დაპირების თანახმად, უმუშევრობა 4%-მდე შემცირდება, რაც ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია (6%).
საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა სულ რაღაც 2,5 წელიწადში 170 ათასი ადამიანით გაიზარდა, ანუ 2021 წლის 1.217,000 ადამიანიდან 2024 წლის მეორე კვარტალში 1,387.000-მდე გაიზარდა, განაცხადა კობახიძემ.
მან პირობა დადო, რომ 2028 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 200 ათასი ადამიანით გაიზრდება. საშუალო ხელფასი საქართველოში 2012 წელს 712,5 ლარი იყო, ხოლო 2024 წლის მეორე კვარტალში - 2.005 ლარი. არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, 2028 წელს ეს მაჩვენებელი 3.500 ლარამდე გაიზრდება, განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
მან ასევე მოიყვანა მონაცემები სიღარიბის შესახებ. 2012 წელს საქართველოში მოსახლეობის 30% (1 120 000 ადამიანი) სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 11,8%-მდე (440 ათასი) შემცირდა. „ქართული ოცნების“ დაპირების თანახმად, 2028 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მოქალაქეების რაოდენობა 150 ათასამდე შემცირდება და 4%-მდე იქნება.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართომასშტაბიანი ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.