თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს კვლავ ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელექტრონული საარჩევნო სისტემა საქართველოს კანონმდებლობაში 2023 წელს შემუშავდა, და უკვე 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ამ სისტემით ჩატარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს უფლება ექნება დააკომპლექტოს მთავრობა, რომელიც საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებას განსაზღვრავს.
აუდიტის ჩატარება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობის განხორციელებისას, განსაკუთრებით ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვის პროცესში, საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
ცესკოს ინფორმაციით, შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული, ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ აკრედიტებული საარჩევნო სისტემების ტესტირების ლაბორატორია PRO V&V ჩაატარებს. მას სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს.
კომპანია შეამოწმებს არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობას საერთაშორისო საარჩევნო პრინციპებთან და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან.
ცესკოს ინფორმაციით, შესაბამისობის აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად:
პირველი ეტაპი მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან. ამ ეტაპზე კომპანია შეისწავლის ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებულ ცვლილებებს შუალედური არჩევნებიდან დღემდე, ასევე მიმოიხილავს, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებს საწყის კოდში, წინა პერიოდში განხორციელებული აუდიტის შემდგომ.
შესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები. კერძოდ, ზუსტად ასახავს თუ არა ხმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს და ტექნოლოგიურად, პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია თუ არა შეიცვალოს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.
ასევე ასახავს თუ არა აპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარი რეალურ ინფორმაციას, შესაძლებელია თუ არა ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის რაიმე სახით იდენტიფიცირება, დაკავშირებულია თუ არა აპარატი რამე სახით ინტერნეტთან და ასევე ვერიფიკაციის აპარატთან.
კომპანია კიდევ ერთხელ მოიკვლევს, ჩართულია თუ არა ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში, ასახავს თუ არა ყველა აპარატის მიერ დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია ან ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი ქვითარი რეალურ ინფორმაციას.
სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ იქნება შესწავლილი, არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა.
მეორე ეტაპზე Pro V&V-ის წარმომადგენლები დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს ცესკო-ს ახლად აშენებულ სასაწყობო სივრცეში. ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, პირდაპირ ეთერში ცესკო-სYouTube არხზე.
მესამე ეტაპზე Pro V&V-ის წარმომადგენლებიაპარატურის მუშაობას დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობებისფუნქციონირებასაწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს ყოველ უბანზე ამოიბეჭდება ამომრჩეველთა ის სია, რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ გადამოწმების მიზნით ე.წ. კედლის სიებთან ერთად.
ასევე, პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციის, ისე ხმის დათვლის და შედეგების გადმოგზავნის პროცესში და ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგები გადაითვლება ხელით.
საარჩევნო კანონმდებლობა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტს ითვალისწინებს ე.წ. ქაღალდის კვალის პრინციპით, რაც გულისხმობს პროცესის ყველა ეტაპზე ქაღალდის კვალის არსებობას. ქაღალდის კვალი იძლევა პროცესის ყველა ეტაპზე გადამოწმების, გაცნობის და მონიტორინგის შესაძლებლობას, ამასთან, კანონის შესაბამისად, ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები.
უწყების ცნობით, აუდიტის შედეგები ასახული იქნება დასკვნაში (ანგარიშში) და საჯარო გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
საპარლამენტო არჩევნები2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონულიტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატიშეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერისმოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერშიმოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.