თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა სოფელ ბზუბზუსთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა.
დაშავებულები „სასწრაფო დახმარებამ" კლინიკაში გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა მძღოლი დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.