ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქეა

საპატიო თბილისელის წოდების მინიჭება „თბილისობის" დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
საპატიო თბილისელის წოდებას ანიჭებენ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამშობლოსა და ერის წინაშე - თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა
`„მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი საპატიო თბილისელის წოდებაზე, რომელმაც სრულიად საქართველოს შეაყვარა თავი. ის არ არის ქართველი, მაგრამ სულით, გულით, სისხლით, ხორცით, გაგებით არის ქართველი... ის ჩვენთან ერთად ტიროდა რამდენიმე თვის წინ და ეს ცრემლები იყო სიხარულის, სიამაყის, რომელმაც სრულიად საქართველო გააბედნიერა და სიამაყე დაუბრუნა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს. მინდა საპატიო თბილისელის წოდებაზე წარმოგიდგინოთ ვილი სანიოლი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვილი სანიოლის წარდგენისას.
საფრანგეთის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 2021 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებას მიაღწია.
2023 წელს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, რომლის ფინალშიც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მიიღო.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ფრანგი სპეციალისტის ხელმძრვანელობით „ჯვაროსნებმა“ ჯგუფიდან გასვლა მაოხერხეს და მერვედფინალში ითამაშეს.