თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში 20.369 პირია რეგისტრირებული, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
2022 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირი ლუდომანების ოფიციალურ რეესტრში (პირები, ვისაც ეკრძალება თამაში) პირი შეიძლება ორი გზით მოხვდეს. პირველ შემთხვევაში ადამიანს თავად შეაქვს განაცხადი შემოსავლების სამსახურში და ის რეესტრში რეგისტრირდება, მეორე შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს უკვე ლუდომანის ოჯახი და სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის რეესტრში მოხვდება.
უწყების ცნობით, 20.369 ადამიანიდან 54 რეესტრში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიყვანეს, 20.315 კი საკუთარი სურვილით.
გარდა ამისა, რეესტრში შეტანილია 1.522,900 პირის შესახებ მონაცემები, რომელთაც აზარტული თამაშები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის საფუძველზე აეკრძალათ.
საქართველოში აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ 25 წლამდე პირებს, სოციალურად დაუცველებსა და საჯარო მოხელეებს. ისინი სიაში ავტომატურად ხვდებიან.