თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთში ქართული დიასპორის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არსებულ ერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს შეუერთდა, ნათქვამია ქართულის დიასპორტის მიერ გავეცელებულ განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა №856 შესაბამის ბრძანებულებას „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ" 4 ოქტომბერს მოაწერა ხელი.
დავით ცეცხლაძე ფედერალურ ეროვნულ–კულტურულ ავტონომიას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი არის ერთადერთი ქართული დიასპორა ფედერალურ დონეზე რუსეთში.
2024 წლის აგვისტოში ცეცხლაძემ დაგმო უკრაინის შეიარაღებული ძალების საომარ მოქმედებებში ეთნიკური ქართველების მონაწილეობა და მოუწოდა „მათ დაეყარათ იარაღი და დაბრუნდნენ ოჯახებში".