ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა - მონაცემები განახლდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1–ელი სექტემბრის მდგომარეობით 52,18% შეადგინა
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით 5612 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 825,97 მლნ ლარით, ანუ 0,83%-ით მეტია 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის თანახმად, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 699,21 მლნ ლარით, ანუ 3,24%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 235,07 მლნ ლარით, ანუ 0,74%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1–ელი სექტემბრის მდგომარეობით 52,18% შეადგინა, რაც 0,68 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის 1-ელი აგვისტოს მაჩვენებელზე.
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,89% შეადგინა, მათ შორის 9,02% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 2,16% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
აგვისტოს ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.