თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის სექტემბერში, გასული წლის სექტემბერთან შედარებით) 0,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის აგვისტოში გასული წლის აგვისტოსთან შედარებით) 1% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (7,5%), ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის (4,9%), ტრანსპორტის (4,3%) და განათლების (,.7%) სფეროებში.
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (12,8%), საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (2,9%), ავეჯზე (1,5%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (1,4%), დასვენებასა და გართობაზე (1,1%), ასევე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (0,3%).
2024 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა.