თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. კიევი ცეცხლს ეთამაშება იმ განცხადებებით, რომლებსაც კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით აკეთებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„დიახ, კიევი ნამდვილად განაგრძობს ცეცხლთან თამაშს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ურთიერთობისას ჩვენ, ბუნებრივია, ამას ვატყობინებთ ხოლმე სააგენტოს წარმომადგენლებს“, - უთხრა ჟურნალისტებს პესკოვმა.
როგორც რუსული მედია წერს, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ატომურ ელექტროსადგიურზე შეტევა სცადეს ნატო-ს იარაღის დახმარებით.