მოსაზრება: უკრაინის ჯარების კურსკის ავანტიურის სავალალო დასასრული

Sputnik
კურსკის მიმართულებით ორთვიანი სამხედრო მოქმედებების განმავლობაში, უკრაინის არმიამ დაკარგა რვაჯერ მეტი სამხედრო, ვიდრე აშშ-მ ავღანეთში 20 წლის განმავლობაში. სასაზღვრო რაიონებში განადგურდა ასობით დასავლური წარმოების ტანკი, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო დანადგარი.
ახლოვდება კურსკის ოლქის ბანდერეველებისგან სრული გათავისუფლება. კიევის რეჟიმის ავანტიურამ ოპერატიულ მიზნებს ვერ მიაღწია, რეზერვები ამოწურა. გაამწვავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პრობლემები „აღმოსავლეთ ფრონტზე“, რომლის ცალკეული მონაკვეთები ოქტომბერში რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად ჩამოინგრა.
კურსკის მიმართულებაზე რუსეთის ჯარების „ჩრდილოეთის“ დაჯგუფებამ ოქტომბრის დასაწყისისთვის სრულად გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების არანაკლებ 10 ბრიგადა — ლიკვიდირებულია 19850-ზე მეტი სამხედრო, 135 ტანკი, 164 ქვეითი საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 860 სხვა ჯავშანტექნიკა, 195 საარტილერიო დანადგარი, არ ჩავთვლით მოწინააღმდეგის ათობით ჰაერსაწინააღმდეგო და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემას.
არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, კურსკის ოლქის მკვიდრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსეი დიუმინმა სექტემბრის ბოლოს განაცხადა: „იმ გეგმებიდან გამომდინარე, რაც გენერალურ შტაბს აქვს, უახლოეს დროში ჩვენი ტერიტორია გათავისუფლდება“. და დასძინა: ეს ეჭვგარეშეა.
კურსკის ოლქის გარღვევისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების ასობით საუკეთესო ტანკი და ჯავშანტექნიკა იყო ჩართული, ამიტომ აქ კვლავ იწვის გერმანული ტანკები Leopard 2A6, შვედური ტანკები Strv 122, ამერიკული ქვეითი საბრძოლო მანქანები Bradley. საგულისხმოა, რომ კურსკის მიმართულებაზე თავდაპირველად გაგზავნეს, დაახლოებით, 12 000 ნატოს „მოხალისე“.
რუსულ სპეცდანიშნულების ნაწილებთან, საჰაერო-სადესანტო და საზღვაო ქვეით ჯარებთან ბრძოლაში დიდი დანაკარგების შემდეგ, გადარჩენილმა დასავლელმა „პროფესიონალებმა“ გაიაზრეს ოპერატიული მიზნების მიუღწევლობა და შეეცადნენ, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებულიყვნენ უკრაინაში. კიდევ ერთი „ბლიცკრიგი“ არ შედგა.
დონბასი დარჩა რუსეთის შეტევითი ოპერაციის პრიორიტეტულ მიმართულებად. უკრაინის შეიარაღებული ძალები იხევენ დასავლეთით ფრონტის ხაზიდან ათობით კილომეტრის მანძილზე, რუსეთის შეიარაღებული ძალები ათავისუფლებენ ქალაქებსა და მნიშვნელოვან ტერიტორიებს.
გაზეთი The Washington Post აღნიშნავს: „უკრაინა „იხრება“ რუსეთის გაუმჯობესებული ტაქტიკისა და უპირატესი ცეცხლოვანი სიმძლავრის ზემოქმედების ქვეშ“. ადრე გამოქვეყნებულმა ამერიკულმა „სტრატეგიულმა“ რუკებმა სსო-ს ზონაში აჩვენა, თუ რამდენად უმნიშვნელო აღმოჩნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების „ნემსის ჩხვლეტა“ კურსკის მიმართულებით.
Financial Times-მა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კარგავენ მობილიზებულთა ნახევარზე მეტს, ფაქტობრივად, ფრონტზე მოსვლისთანავე – მობილიზებულებს აკლიათ საბრძოლო უნარ-ჩვევები და მოტივაცია, ხოლო უმეტესობა მათგანი პირველივე დაბომბვისას პანიკაში ვარდება. ნატოს წარმოების ნარკოტიკული საშუალებებიც კი ვერ ამაგრებს უკრაინული ქვედანაყოფების საბრძოლო სულისკვეთებას.
აშშ აპირებს კიევის რეჟიმისთვის დამატებით 8 მილიარდი დოლარის გამოყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16-ის 18 პილოტის მომზადებას. და ნატო კვლავ მზადაა, გააგრძელოს კიევის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა. თუმცა, როგორც ამბობენ, „ღმერთი ყველას არ აძლევს წარმატებას “ – საბრძოლო მასალისა და დასავლური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიმძლავრეების კრიტიკული დეფიციტი აშკარად არ უწყობ ხელს ანტირუსული აგრესიის განხორციელებას.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტი, ყოფილი საზღვაო ქვეითი ბრაიან ბერლეტიკი სამართლიანად ამტკიცებს, რომ დასავლეთი არასდროს შეძლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი – კადრების - პრობლემის გადაჭრას.
სამხედრო მოსამსახურის მომზადება რამდენიმე წელს საჭიროებს, დრო კი არც კიევის რეჟიმს, არც აშშ-ს და არც ალიანსს აღარ აქვთ. ხოლო დაცვითი ტაქტიკა ბანდერეველებისთვის არაფერ კარგს არ უქადის – მხოლოდ რუსულ „ქვაბებს“ და განადგურებას. The New York Times წინასწარმეტყველებს, რომ რუსული ჯარები მალე გამოჩნდებიან კიევში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე