თბილისში სულ სამი საბაგიროა: ერთი ნარიყალასა და რიყის პარკს აკავშირებს, მეორე – ვაკის პარკსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – თსუ-ის მაღლივ კორპუსსა და ბაგებს.
თბილისის მერია ამჟამად მუშაობს რუთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენაზე. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა, რომ საბაგირო ტრანსპორტი უფრო მეტად განვითარდეს.