თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო დეპარტამენტმა ბევრი პროდუქტიული ნაბიჯი დაინახა ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ წარმოდგენილ „გამარჯვების გეგმაში“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.
ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ აშშ-მა ყურად იღო, თუმცა მის შინაარსზე არ ისაუბრებს, ვინაიდან გეგმა „საჯაროდ ჯერ არც კიევს განუმარტავს“.
„ჩვენ გადავხედეთ გეგმას და მასში არაერთი პროდუქტიული ნაბიჯი დავინახეთ. ამ საკითხზე ჩვენ მათთან კონტაქტი გვექნება“, — თქვა მილერმა.
როგორც სახდეპის სპიკერმა უთხრა მედიის წარმომადგენლებს, „გამარჯვების გეგმა“ ეხება არა მხოლოდ იმ ქმედებებს, რომლებსაც უკრაინა გადადგამს, არამედ იმ ნაბიჯებსაც, რომლებიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა შეიძლება გადადგან.
მანამდე Wall Street Journal იტყობინებოდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინის "გამარჯვების გეგმას" ყოვლისმომცველი სტრატეგია არ აქვს. ხოლო Bloombergწერდა, რომ ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი შეეცადა, შეემცირებინა „გამარჯვების გეგმის“ წარდგენის თაობაზე მოლოდინი.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი ნიკიფოროვი ირწმუნება, რომ უკრაინის დელეგაციის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ამერიკულმა მხარემ „გამარჯვების გეგმის“ მიმართ „დიდი ინტერესი“ გამოიჩინა.