მაშველებმა მტკვარში ჩარჩენილი ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მაშველებმა მდინარე მტკვარში ჩარჩენილი ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, იუწყება „პირველი არხი".
გავრცელებული ინფორმაციით, ბორანი ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში იყო ჩარჩენილი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარის სიღრმე დაბალია, რის გამოც ბორანი ვეღარ ახერხებდა მოძრაობას.
ბორანზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.