გორში ახალგაზრდა ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.