საქართველოს ღირსშესანიშნაობები: კლდეში ნაკვეთი უნიკალური ქალაქი უფლისციხე - ვიდეო

კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარეობს.
Sputnik
კლდეში ნაკვეთი ქალაქი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულის ბოლოს გაჩნდა. ისტორიის განმავლობაში ქალაქს ახსოვს აღმასვლაც და დაცემაც, ხოლო XIX საუკუნეში ის დაცარიელდა.
დღეს ქალაქი ერთ-ერთი უნიკალური და უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლია საქართველოში. უფლისციხის ტერიტორიაზე ასევე არის სხვადასხვა ობიექტები და ნაგებობები, რომლებიც ათას წელზე მეტს ითვლიან.
აღმავლობის ხანაში ქალაქში იყო 700 გამოქვაბული, რომელთაგან მხოლოდ დაახლოებით 150 შემორჩა.