სამხატვრო აკადემიის კამპუსის მეათე სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა

უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალაშენებული კამპუსის მეათე სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა., იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა აკადემიაში პირველკურსელების მისასალმებელი ცერემონია იმართებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონა გადმოვარდნის შემდეგ რამდენიმე წუთი კონტაქტური იყო, თუმცა კლინიკაში მიყვანისას ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიკითხნენ თვითმხილველებიც, ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების მიმდინარეობისას, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.