თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინული ბალისტიკური რაკეტის შექმნის უკან დგას ნატო, რომელსაც რუსეთზე დარტყმის ლეგალიზება სურს, განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა და უშიშროების კომიტეტის წევრმა მიხაილ შერემეტმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-არხზე დაწერა, რომ ახალმა უკრაინულმა ბალისტიკურმა რაკეტამ წარმატებით გაიარა საფრენი გამოცდა. მაგრამ რუსი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ უკრაინას თავად ახალი რაკეტები შექმნის უნარი არ აქვს.
„ეჭვგარეშეა, რომ ეგრეთ წოდებული ახალი უკრაინული რაკეტების შექმნის უკან დასავლელი სპეციალისტები დგანან ნატო-ს სტრუქტურებიდან, რომლებსაც ამ გზით სურთ რუსეთზე დარტყმების ლეგალიზება ისე, რომ თავად ფორმალურად განზე დარჩნენ“, — მიაჩნია შერემეტს.
ამასთან, მისი აზრით, ის დროა, რომ ზელენსკი, რომელიც „ვირთხასავით იმალება მიწისქვეშა ბუნკერებში“, ამ რაკეტას გადააჯდეს და სამუდამოდ გაფრინდეს დასავლეთში, რითაც უკრაინელებს ყველა უბედურებასა და სიმწარეს ააშორებს.