ექსპერტმა ისაუბრა, თუ რატომ მიდიან მოსაბრივად საქართველოდან სხვა ქვეყნებში

ადამიანები სხვა ქვეყნებში ყოველთვის მიგრირებენ იმ მიზნით, რომ საკუთარი ცხოვრება გააუმჯობესონ, შეეძლოთ ოჯახზე ზრუნვა და შეუქმნან მას ნათელი მომავალი
Sputnik
ხოტივრიშვილის თქმით, არსებობს სამი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ტოვებენ ქართველები საქართველოს და მიდიან საზღვარგარეთ.
„პირველ რიგში, ბოლო დროს საქართველოში რთული სოციალური მდგომარეობაა. ყველამ იცის, რომ ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება უკეთ იზრუნონ ოჯახებზე“, - განაცხადა ხოტივრიშვილმა.
მეორე მიზეზად ექსპერტმა დაასახელა ვალები და კრედიტები ბანკებში, რისი გადახდაც საკმაოდ რთულია.
მესამე მიზეზი კი, ექსპერტის აზრით, განათლების საკითხია. ბევრი ახალგაზრა მიდის საზღარგარეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად, შემდგომში იქ იწყობენ ცხოვრებას და სამშობლოში აღარ ბრუნდებიან.