ქართველები სხვადასხვა რეგიონებიდან რუსეთში სამუშაოდ წასვლას ცდილობენ - ვიდეო

თბილისსა და მოსკოვს შორის ავიამიმოსვლის განახლებისა და სავიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივების შემდეგ, მოქალაქეები, განსაკუთრებით რეგიონებიდან, ცდილობენ რუსეთში სამუშაოდ გამგზავრებას
Sputnik
გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციის 10 წლიანი მაქსიმუმი დაფიქსირდა. ქვეყნიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა. გასულ წელს წასულებიდან 62% არიან მამაკაცები, 38% - ქალები. ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც 2023 წლის 3 მაისს გამოქვეყნდა, საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.