თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, შარდენის ქუჩაზე რამდენიმე ღამის კლუბში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 14 პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
აღნიშნულ პირებს ბრალი ედებათ თაღლითობასა და გამოძალვაში.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ორგანიზებულ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ, რომლებიც ღამის კლუბში მისულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ანგარიშსწორებისას თანხას სძალავდნენ, თანხის არგადახდის შემთხვევაში კი, სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით ცდილობდნენ თანხის დაუფლებას.
სპეცოპერაციის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.