რა უნდა გაკეთდეს ქართული ერის შესანარჩუნებლად? ექსპერტის პასუხი - ვიდეო

დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შედეგია, სწორედ ისინი განსაზღვრავენ ერის მომავალს, მიაჩნია ექსპერტს
Sputnik
ევროკავშირსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიგრაციის საკითხების ექსპერტმა, ბოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო კავშირების ცენტრის დირექტორის მოადგილე ანა ხოტივრიშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისი-მოსკოვის ვიდეოხიდში თემაზე „ემუქრება თუ არა საქართველოს დემოგრაფიული კრიზისი?“, რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
„რა თქმა უნდა, თუ დემოგრაფია კლებულობს, ვერავინ გააძლიერებს ეკონომიკას. მეორეს მხრივ, როგორ გაიზრდება დემოგრაფია, ტუ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა არ არსებობს? მაინც, პირველ რიგში უნდა გაჯანსაღდეს ეკონომიკური ნაწილი, რათა ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ არ გაუჭირდებათ და ხვალინდელი დღის იმედი ექნებათ, შესაბამისად შეძლებენ ოჯახზე პასუხისმგებლობის აღებას“, – განაცხადა ხოტივრიშვილმა.