ავტომობილების მუზეუმი თბლისის გარეუბანში მდებარეობს. მიუხედავად ამისა, აქ ყოველდღე მოდის ათობით ვიზიტორი. ისინი ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები არიან, რომლებსაც საბჭოთა დროინდელი მანქანები აინტერესებთ. გარდა საბჭოური ავტომობილებისა, კოლექციაში წარმოდგენილია დასავლური ავტომანქანები, მოტოციკლები და სატვირთოები.