თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 5, 7, 12, 14, 19, 21, 26, 28 ოქტომბერს შესრულდება.
განრიგის მიხედვით, დამატებითი მატარებელი თბილისიდან 00:30 საათზე გავა და ბათუმში 05:38 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი მატარებელი 00:40 საათზე გამოვა და თბილისში 05:41 საათზე ჩამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.