„ახლოაღმოსავლური სოფელი“ რუსთავის მახლობლად: საინტერესო ლოკაცია გადაღებებისათვის - ვიდეო

ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა რუსთავთან ახლოს მიტოვებული იდუმალი სოფლის კადრები, რომლის წარმომავლობაზეც ბევრს მსჯელობენ.
Sputnik
ეს ადგილი რუსთავიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. სოციალური ქსელების მომხმარებლები ბევრს მსჯელობენ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ეს ფილმის დეკორაციებია, კერძოდ, „ზეციური დედოფლის“, რომელშიც ქართველი მსახიობები მონაწილეობდნენ.
ზოგიც წერს, რომ ამ ადგილზე ქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრების წინ ვარჯიშობდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ეს ადგილი სოციალურ ქსელებში საინტერესო კონტენტის შესაქმნელად აქტიურად გამოიყენება.