საქართველოში კონტრაბანდული ოქროს მონეტების შემოტანა სცადეს

აღმოჩენილი არადეკლარირებული ოქროს ნივთების წონა 187,24 გრამია.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 187,24 გრამი) მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43.102ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნითფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.