გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი –Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, 1 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.