უზბეკეთმა საქართველოში ავტომობილების გაყიდვა დაიწყო

Chevrolet-ის მარკის ავტომობილების პირველი პარტია საქართველოში 25 აგვისტოს შემოვიდა
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. უზბეკურმა UzAuto Motors-მა (ყოფილი GM Uzbekistan JV) უზბეკეთში წარმოებული Chevrolet-ის მარკის ავტომობილების საქართველოში გაყიდვა დაიწყო, იუწყება კომპანიის პრეს-სამსახური.
„საქართველოში უზბეკეთში წარმოებული Chevrolet-ის ავტომობილების ოფიციალური გაყიდვები დაიწყო. თბილისში ახალი სადილერო ცენტრი გახდა მორიგი ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე UzAuto Motors JSC-ის პროდუქციის გატანისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასაკას ქარხნიდან Chevrolet-ის მარკის ავტომობილების პირველი პარტია საქართველოში 25 აგვისტოს გამოიგზავნა - ქვეყანაში UzAuto Motors-ის ოფიციალური დილერი Strada Motors-ი გახდა.
ამჟამად UzAuto Motors წარმოდგენილია აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთისა და ტაჯიკეთის ბაზრებზე.