თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ესპანეთის „იბერიანსი" ანგარიშით 47:21 დაამარცხა და ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეოთხედ მოპოვების შანსები გაზარდა.
„შავმა ლომმა" მიმდინარე ტურნირზე კიდევ ორი გამარჯვება იზეიმა: 21 სექტემბერს ლისაბონში პორტუგალიური „ლუზიტანუში" ანგარიშით 14:38 დაამარცხა, 15 სექტემბერს კი სტუმრად ესპანურ „იბერიანსს" - 3:54 სძლია.
„ჩვენი გუნდი ტურნირის განმავლობაში პროგრესირებს, რაც დღევანდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ კარგად დაგვანახა“, – განაცხადა „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერელმა მატჩის შემდეგ.
ჩემპიონის ვინაობა 12 ოქტომბერს თბილისში გამოვლინდება, როცა საქართველოს „ლუზიტანუში“ ესტუმრება.
ევროპის სუპერთასი ახალი ტურნირია, რომელიც Rugby Europe-მ 2021-2022 წლების სეზონისთვის დაორგანიზდა. შეჯიბრში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის. სუპერთასის გამარჯვებული სამივე სეზონზე „შავი ლომი" იყო.