თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ თბილისში ერთი პირი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა საბურთალოს ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.