თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,6% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების თანახმად, მეორე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9,5% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, არსებული ფასების პირობებში, 2024 წლის მეორე კვარტალში მშპ-მა 22,1 მლრდ დოლარი შეადგინა, დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 2,5% შეადგინა, ხოლო მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე – 2,2 ათასი დოლარი.
ეკონომიკის წამყვანი დარგები
2024 წლის აპრილ-ივნისში ყველაზე დიდი ზრდა უძრავი ქონების, განათლების, სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, მშენებლობის სფეროებში შეიმჩნეოდა.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5 წამყვანი სფერო
ეკონომიკის სფერო | ზრდა, % |
სასტუმროები და რესტორნები | 35,7 |
განათლება | 21,3 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 11,0 |
მშენებლობა | 12,2 |
ტრანსპორტი | 10,3 |
ვარდნა დაფიქსირდა გაზის, ელექტროენერგიის, ორთქლისა და კონდიცირების მიწოდებასა და სამთო მრეწველობაში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სფეროები.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე 5 წამყვანი დარგი
ეკონომიკის სფერო | ზრდა, % |
ვაჭრობა | 15,0 |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები | 9,8 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 9,1 |
მშენებლობა | 8,4 |
სახელმწიფო მმართველობა | 7,4 |