თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. 2023 წელს საქართველოში პირველი ბავშვის გაჩენის საშუალო ასაკი 20,3 წლამდე გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
შედარებისთვის, 2022 წელს პირველი ბავშვის გაჩენის საშუალო ასაკი დედისთვის 28,7 წელი იყო.
2013 წელთან შედარებით 2023 წელს დაბადებულთა რიცხვიდან პირველი შვილის წილი 45,3%-დან 37,7%-მდე შემცირდა. ხოლო მესამე და მომდევნო შვილების წილი პირიქით გაიზარდა 16,7%-დან 27,5%-მდე.
გარდა ამისა, 2023 წელს დაურეგისტრირებელ ქორწინებაში დაიბადა 15.816 ბავშვი, რაც ცოცხლად დაბადებულთა 39,3%-ს შეადგენს.
ქორწინების გარეშე ახალშობილთა რეგისტრაციის ორი ტიპი არსებობს:
მშობლების ერთობლივი განცხადების საფუძველზე;
მხოლოდ დედის განცხადების საფუძველზე.
2023 წელს ქორწინების გარეშე მხოლოდ დედის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ ახალშობილთა წილმა 14,4% შეადგინა.