რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ბირთვული შეკავების თემაზე წინადადებით გამოვიდა. კერძოდ, საქმე ეხება საბრძოლო ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარის დაწევას, რაც გულისხმობს „დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთთან „სხვისი ხელით“ იბრძვიან, ბირთვული პასუხის „ლეგალიზაციას“. რუსეთის ბირთვული დოქტრინის პრინციპების და მუხლების კორექტირება უსაფრთხოების რეალურ საფრთხეებს შეესაბამება და პრაქტიკული სფეროსკენ არის მიმართული.
25 სექტემბერს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განმარტა 2020 წლის „სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების“ კორექტირების აუცილებლობა და ბირთვული ძალების პრაქტიკული გამოყენების თემა.
განახლებულ დოკუმენტში გაფართოვდა იმ ქვეყნების და სამხედრო კავშირების კატეგორია, რომლების მიმართაც ბირთვული შეკავება ხორციელდება, ასევე დაემატა იმ საფრთხეების სია, რომელთა განეიტრალების მიზნით, ხორციელდება „ბირთვული შეკავების ღონისძიებები“.
რუსეთისბირთვულიიარაღისგამოყენებისპირობებიშემდეგიპუნქტებითგანახლდა:
განახლებულ დოკუმენტში გაფართოვდა იმ ქვეყნების და სამხედრო კავშირების კატეგორია, რომლების მიმართაც ბირთვული შეკავება ხორციელდება, ასევე დაემატა იმ საფრთხეების სია, რომელთა განეიტრალების მიზნით, ხორციელდება „ბირთვული შეკავების ღონისძიებები“.
რუსეთისბირთვულიიარაღისგამოყენებისპირობებიშემდეგიპუნქტებითგანახლდა:
სანდო ინფორმაციის მიღება საჰაერო-კოსმოსური შეტევის საშუალებების მასიურ გაშვებაზე;
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვა საჰაერო მოწყობილობებით;
აგრესია ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ, მათ შორის, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოწინააღმდეგე რუსეთს და ბელარუსს უქმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვეულებრივი (არაბირთვული) იარაღით.
ბირთვული დოქტრინის კორექტირება მომზადდა და დაზუსტდა გასული წლის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სპეციალისტების მიერ. უფრო სრული და დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით დახურულია.
თუმცა, ახალი რედაქციის მიზნები ცხადია და, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნებს უკავშირდება, რომლებიც უკრაინულებს აწვდიან F-16 თვითმფრინავებს და Storm Shadow/SCALP ტიპის „ჰაერი-მიწა“ რაკეტებს, ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებს და უზრუნველყოფენ სპეციფიკურ მითითებებს რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო შეტევების განხორციელებისთვის. უპირველესად, ესაა: აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, დანია და ნიდერლანდები.
დიდი გამათანაბრებელი
ვლადიმირპუტინმაადრეგანაცხადა, რომდასავლეთისზუსტი, დიდისიშორის იარაღის გამოყენება, „ვითომდა უკრაინის მიერ“ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად, აშშ-ისა და ნატოს პირდაპირ მონაწილეობას ომში ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში, „კონფლიქტის არსი იცვლება“ და მოსკოვი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
დასავლეთში აქტიურად (და უგუნურად) მიმდინარეობს „ესკალაციის შიშის“ გადალახვა. პენტაგონმა 25 სექტემბერს გამოაცხადა კიევის რეჟიმისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ – 375 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს არ არის Wunderwaffe (სასწაული იარაღი). მაგრამ ამერიკული „ჰაერი-დედამიწა“ კლასის რაკეტები და HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალები მნიშვნელოვანი დახმარებაა.
უფრო მეტიც, უკრაინის ფრონტზე, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის „გედის სიმღერას“ ველოდებით 5,8 მილიარდი დოლარის ოდენობით. The New York Times აღნიშნავს დიდ ზეწოლას ამერიკის „მიმავალ“ პრეზიდენტზე ევროპელი მოკავშირეების (მათ შორის, ახალი ფინეთის ლიდერის, ალექსანდრ სტუბის) მხრიდან, რომლებიც სთხოვენ მას „უკრაინული“ სარაკეტო დარტყმების ნებართვას რუსეთის სამხედრო ბაზებზე ქვეყნის სიღრმეში.
ასეთ ვითარებაში ბირთვული კონფლიქტის შესაძლო განვითარება საკმაოდ პროგნოზირებადია. რუსეთი და აშშ აკონტროლებენ მსოფლიოში არსებული ბირთვული ქობინების 90%-ს. იაკობ კედმიმ, ისრაელის სპეცსამსახურის „ნატივის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ, თუ ბირთვული ომის სტრატეგიის გათვალისწინებით რაიმე ტიპის სამხედრო მოქმედება დაიწყება, პირველი დარტყმა აშშ-ზე იქნება.
კედმი მიიჩნევს, რომ რუსეთის აბსოლუტური სტრატეგიული უპირატესობა უზრუნველყოფს 480 შახტის და 12 სტრატეგიული წყალქვეშა ნავის განეიტრალებას ამერიკის ტერიტორიაზე.
როგორც არ უნდა იყოს, რუსეთს შეუძლია ძალიან ეფექტურად და მტკივნეულად უპასუხოს ნატოს სარაკეტო დარტყმებს.
როგორც არ უნდა იყოს, რუსეთს შეუძლია ძალიან ეფექტურად და მტკივნეულად უპასუხოს ნატოს სარაკეტო დარტყმებს.
დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ უკრაინას, ფაქტობრივად, გადასცა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ყველა მარაგი. დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები ვერ აკმაყოფილებენ ნატოს ამბიციებს. ევროპელი მოკავშირეები იმედს ამყარებენ ვაშინგტონზე, თუმცა კაპიტოლიუმის მთაზე უფრო შესაფერისია დანტე ალიგიერის სიბრძნე: „დატოვე ყოველგვარი იმედი, ვინც აქ შედიხარ“ (წარწერა ჯოჯოხეთის კარიბჭეზე „ღვთაებრივ კომედიაში“).
ჟურნალ The American Conservative-ის ინფორმაციით, „აშშ-ის თავდაცვისა და დაზვერვის საერთო ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 1,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს“. RAND კორპორაციის ანალიტიკოსების დასკვნით, „აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნით შესაძლებლობები და რესურსები იმისათვის, რომ მტრის შეკავებისა და ბრძოლის მოგების უნარი ჰქონდეთ“. ამერიკული ისტებლიშმენტი „თავად წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს“.
ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მრჩეველი, ამერიკელი მეცნიერი დუგ ბენდოუ აღნიშნავს: „ჩვეულებრივ პირობებში მოსკოვი სუსტია, თუმცა, ბირთვული იარაღი საბოლოო გამთანაბრებელია... ამერიკელებს აქვთ საფუძველი იმისა, რომ ინერვიულონ, რადგან აშშ-მა და ნატოს სხვა ქვეყნებმა უკვე განათავსეს უკრაინაში სახმელეთო ჯარები, რომლებიც რეალურად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეები არიან... აშშ უნდა მოერიდოს არასაჭირო კონფრონტაციას რუსეთთან, ბირთვულ ზესახელმწიფოსთან, ისეთი ინტერესთების გამო, რომლებიც რუსეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
ბენდოუს აზრით, ამერიკელ პოლიტიკოსებს „არ აქვთ არანაირი საფუძველი, რომ გარისკონ ამერიკის მომავალი დასხვების კონფლიქტები თავიანთ პრობლემად აქციონ “.
„მრავალფეროვანი სამხედრო თეატრების“ კონსტრუირების ბიზნესი „გლობალური ომის ზონად“ იქცევა. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარებმა უაზროდ დაკარგეს „დაახლოებით 170 ათასი ჯარისკაცი კორეაში და 280 ათასი – ვიეტნამში“. ხოლო ავღანეთში პენტაგონის დანაკარგებმა2440-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა
ამერიკულმა ბრაუნის უნივერსიტეტმა ადრე გამოთვალა, რომ აშშ-ისა და ნატოს გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ 2001 – 2018 წლებში 507 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა ავღანეთში, ერაყსა და პაკისტანში (სირიის გამოკლებით). ავღანელი ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. აღნიშნული ისტორიული ფაქტები და ანალოგიები ნატოს ქვეყნებისთვის კარგს არაფერს მოასწავებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე