მსოფლიო დღეს

უკრაინისთვის მეტი იარაღი რომ მიგვეცა... რას ნანობს სტოლტენბერგი?

Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ალიანსის ქვეყნებს კიევისთვის უფრო აქტიური მხარდაჭერა უნდა გამოეჩინათ, რაც პოტენციურად აღკვეთდა შეიარაღებულ კონფლიქტს რუსეთთან, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელსაც მალე უფლებამოსილება ეწურება.
„რასაც ვინანებდი, ეს ისაა, რომ ჩვენ არ გავაკეთეთ მეტი უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ რომ უკრაინისთვის მეტი იარაღი მიგვეცა, შედეგის გარანტირება შეუძლებელია, მაგრამ სულ მცირე, რუსეთის შეჭრის ფასი იქნებოდა უფრო მაღალი და, შესაძლოა, საერთოდაც არ მომხდარიყო“, — თქვა სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოზე გამოსვლისას.
სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 1 ოქტომბერს დატოვებს. ახალი გენერალური მდივნის, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერისთვის, მარკ რუტესთვის საქმეების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართება.