თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ორგანიზაცია BRICS-ის ენერგეტიკის მინისტრების სხდომაზე მიღებული ერთობლივი კომუნიკე გულისხმობს ენერგეტიკულ ტრანზიციაზე ხელმისაწვდომობასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობას, განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა რუსეთის ენერგეტიკის კვირეულზე.
„ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში შედგა BRICS-ის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ ერთობლივი კომუნიკე, მთელი წელი ვმუშაობდით ამ კომუნიკეს შესაქმნელად... პირველი არის ენერგეტიკული ტრანზიციის ყველა მონაწილის წვდომა BRICS-ის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ყველა მონაწილის წვდომა თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მეორე არის დისკრიმინაციის დაუშვებლობა“, — აღნიშნა ცივილევმა.
რუსეთის ენერგეტიკის კვირეული მოსკოვში 26 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრის ცათვლით გასტანს.