ბათუმში საპარკინგე სივრცეში მანქანის გაჩერების გამო მამაკაცი დაჭრეს

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს.
დაშავებულს კიდური მსუბუქად აქვს დაზიანებული. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.