თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ-ს „ჭკუა-გონება ეყოფა“ და კიევს არ მისცემს უფლებას, დასავლური იარაღით დაარტყას რუსეთის ტერიტორიას მის სიღრმეში, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინმა გაეროს გენერალური ასამბლეის პლატფორმაზე.
„ვფიქრობ, ანუს შედეგები ყველასთვის ხილულია. მინდა მჯეროდეს, რომ ამერიკულ მხარეს ჭკუა-გონება ეყოფა და საქმეს აქამდე არ მიიყვანს“, — თქვა რუსმა დიპლომატმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების პირობების დაზუსტება შესთავაზა. განახლებული დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აგრესია, ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით, რუსეთზე მათ ერთობლივ თავდასხმად ჩაითვლება.
ამასთან მოსკოვი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ რომელიმე ქვეყანა რუსეთისა და მისი მოკავშირე ბ ელარუსის წინააღმდეგ თუნდაც ჩვეულებრივ იარაღს გამოიყენებს.
როგორც პუტინმა განმარტა, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა განხილული იქნება მაშინვე, როგორც კი მოსკოვი რუსეთზე მასიური საჰაერო თავდასხმის შესახებ სანდრო ინფორმაციას მიიღებს.