თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ირანი რუსეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ელექტროქსელებს მისი გავლით დაკავშირებას სთავაზობს, განაცხადა ირანის ენერგეტიკის მინისტრმა აბას ალიაბადიმ BRICS-ის ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრაზე.
აღნიშნული შეხვედრა რუსეთში მიმდინარე ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
„ელექტროენერგიის სფეროში, თავისი ენერგოქსელის იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებთანაც სახმელეთო საზღვარი აქვს, ირანი <..> აპირებს განავითაროს ელექტროენერგიის ტრანზიტი და ვაჭრობა. აქედან გაომდინარე, ვთავაზობთ რუსეთს, არაბთა გაერთიანებულ სამიროებსა და საუდის არაბეთს მათი ელექტროქსელების ირანის გავლით დაკავშირებას. ამგვარად, სამრეწველო სექტორში ინვესტიციების შემცირებით, ირანი შეძლებს, რომ არსებითი დახმარება აღნოუჩინის გარემოს რეგიონულ დონეზე“, — აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთის ენერგეტიკული კვირეული მოსკოვში დღეს, 26 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბერს დასრულდება.