თათრეთში BRICS-ის ციფრული ფორუმი გაიხსნა

Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყნები იქნებიან ის ქვეყნები, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში გაერთიანებას შეძლებენ, თათრეთის BRICS-ის ციფრული ფორუმი კი ხელს შეუწყობს ამ გაერთიანებას, განაცხადა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა რომან შაიხუტდინოვმა.
„ზოგიერთი ქვეყნის მიერ გარკვეული ტექნოლოგიების ფლობა სხვებთან მიმართებაში ყოველთვის შექმნის დისბალანსს, თუ ქვეყნები დამოუკიდებლად არ ითანამშრომლებენ და არ გაერთიანდებიან საკუთარი ტექნოლოგიების შემუშავების მცდელობაში. ტექნოლოგიებისა, რომლებიც მსოფლიოს გადაავსებს, ტექნოლოგიებისა, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს. ყველაზე წარმატებულები იქნებიან ქვეყნები, რომლებიც ძალისხმევების გაერთიანებასა და შეთანხმებას შეძლებენ“, — აღნიშნა შაიხუტდინოვმა ციფრული ფორუმის გახსნაზე.
თათრეთის ციფრულ ფორუმში, რომელიც დღეს გაიხსნა ქალაქ ინოპოლისში, ცხრა ქვეყნის ციდფრული სფეროს 250 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.