თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გვიან ღამით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.