თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.
მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 326,55 გრამი) საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, აცხადებენ უწყებაში.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში თითქმის 42000 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.