საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის დააკავეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანიდან ლაგოდეხის სამმართველოს, სასაზღვრო სექტორის მაწიმის დასაცავ მონაკვეთზე უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.