ნებენზიამ დასავლეთს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების პირობა დაუსახელა

Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი განაგრძობს სპეცოპერაციას უკრაინაში, თუ დასავლეთი არ მისცემს მას კიევის რეჟიმის მშვიდობიანი გზით მოშორების საშუალებას, განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
„ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელებს. ეს მოძმე ხალხია, რომელთანაც განუყოფელი ისტორიული კავშირები გვაკავშირებს <...> მაგრამ თუ დასავლური ბანაკი არ მოგვცემს საშუალებას, თავი დავაღწიოთ ამ „კიბოს სიმსივნეს“, როგორიცაა კიევის ამჟამინდელი რეჟიმი, მშვიდობიანად, <...> ჩვენ გავნაგრძობთ სამხედრო სპეცოპერაციას მანამ, სანამ მისი ამოცანები სამხედრო გზით არ გადაიჭრება“, — თქვა მან.
როგორც ნებენზიამ აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის მზად იყო უკრაინასთან მშვიდობიანად ეცხოვრა, სანამ ის ნეონაცისტურ რუსოფობიურ სახელმწიფოდ არ იქცა ნატოს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების გეგმებით.
ამავდროულად რუსმა დიპლომატმა კიევსაც მოუწოდა, „რაც შეიძლება სწრაფად" მიიღოს რეალისტური პარამეტრები კრიზისის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის და დრო არარეალისტურ „გამარჯვების გეგმებში" არ ხარჯოს.