თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი 11-13 ოქტომბერს ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს, იუწყება „პირველი არხი".
ამ დროისთვის ტურნირზე 28 ქვეყნის 162 მონაწილეა დარეგისტრირებული, რომელთა შორის 7 ქართველია:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
66 კგ – ლაშა ნადირაძე
73 კგ – გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი
81 კგ – დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი
90 კგ – ლუკა ბაბუციძე, მიხეილ ჯაფარიძე
2023 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედლის მოპოვება შეძლო. ოქროს მედალს ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა, მესამე ადგილი კი გიორგი ჯაბნიაშვილმა დაიკავა.