გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი –Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.