თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რომელიც რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს გაეროს გენასამბლეაზე, მუდმივად ეკონტაქტებიან ერთმანეთს, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, შეხვდება თუ არა ლავროვი პრეზიდენტს გაეროში გამგზავრებამდე?
„რა თქმა უნდა. საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველდღიურად ეკონტაქტება პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიური ურთიერთობაა“, — თქვა მან.
10 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესია დაიწყო. გენერალური ასამბლეის სესიების მთავარი მოვლენა ტრადიციულად მაღალი დონის კვირაა - ღონისძიება, სადაც სახელმწიფოს მეთაურები და მინისტრები ყოველწლიურად იკრიბებიან და საუბრობენ აქტუალურ საკითხებზე. ყოველწლიური დებატები 24-დან 28 სექტემბრამდე, ასევე 30 სექტემბერს გაიმართება. რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, მისი გამოსვლა 28 სექტემბერს იგეგმება.