საპარლამენტო არჩევნები-2024: გამოქვეყნდა პარტიების განახლებული სია

პარტიების რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენაა
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული პარტიების რაოდენობა 26-მდე შემცირდა - ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ საკუთარი განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოიხსნა, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. პარტიების რეგისტრაცია 3 სექტემბერს დასრულდა. პარტიას უფლება აქვს უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღით ადრე.
საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას განაგრძობენ:
№1 „კი ევროპას“ – გიორგი ვაშაძე
№2 „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – გიორგი წერეთელი
№3 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - კამალ მურადხანოვი
№4 „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი
დროა“ – ნიკა მელია
№5 „ერთიანობა – ეროვნული მოძრაობა“ – თინათინ ბოკუჩავა
№6 „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია
№8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - დავით თარხან-მოურავი
№9 „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – მამუკა ხაზარაძე
№10 „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი
№12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – ისაკი გიორგაძე
№13 „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – ავთანდილ ველთაური
№14 „მესამე გზა“ – გიორგი თუმანიშვილი
№15 „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია
№16 „შეცვალე საქართველო“ – გიორგი გაგნიძე
No17 “საქართველო” – გიორგი ლილუაშვილი
No19 „დემოკრატთა ალიანსი“ – გიორგი ბუჩუკური
No20 „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა
No21 „ტრიბუნა“ – დავით ჭიჭინაძე
№23 „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“ – გიორგი პატარიძე
№24 „მწვანეთა პარტია“ – გიორგი გაჩეჩილაძე
№25 „გახარია – საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია
№26 „მემარცხენე ალიანსი“ – კონსტანტინე გუგუშვილი
№27 „ქართველთა ერთობა“ – გაიოზ მამალაძე
№36 „გირჩი“ – იაგო ხვიჩია
№41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ირაკლი ღარიბაშვილი
№48 „ანა დოლიძე ხალხისთვის“ – ანა დოლიძე
პარტიების რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენაა, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
პარტიული სიების წარდგენის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეამოწმებს ყველა დოკუმენტაციას და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას საბოლოო რეგისტრაციის შესახებ.
საარჩევნოდ ივლისში გაერთიანდნენ პარტიები „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე), „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე), „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“.