სოციალურ-ფსიქოლოგიური მომზადების სპეციალისტმა სიუზენ დელინგერმა 1978 წელს ახალი ფსიქოგეომეტრიული ტესტი შეიმუშავა, რომელსაც დღემდე იყენებენ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები ადამიანის სამსახურში მიღების წინ.
საქმე ისაა, რომ ეს ტესტი უაღრესად ზუსტად განსაზღვრავს პიროვნების ძლიერ და სუსტ მხარეებს.
მაშ ასე, შეხედეთ ამ გეომეტრიულ ფიგურებს, კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც საკუთარ თავთან ასოციაციას გიჩენთ. შემდეგ კი ნახეთ დახასიათება.
მაშ ასე, შეხედეთ ამ გეომეტრიულ ფიგურებს, კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც საკუთარ თავთან ასოციაციას გიჩენთ. შემდეგ კი ნახეთ დახასიათება.
ფსიქოგეომეტრიული ტესტი პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად
კვადრატი
ასეთები შრომისმოყვარეები არიან. აქვთ მოთხოვნილება, ბოლომდე მიიყვანონ ყველა საქმე. სიჯიუტე, მოთმინება და ამტანობა ის თვისებებია, რომელიც „კვადრატებს“ შეუცვლელებს ხდის თავიანთ სფეროში. აქვთ ძლიერი მოთხოვნა, გამუდმებით იღებდნენ ახალ ინფორმაციას.
„კვადრატების“ ცოდნა სისტემატიზებულია. არ ეყრდნობიან ვარაუდებს. ენდობიან მხოლოდ საკუთარ გათვლებს და ძალიან ყურადღებიანები არიან დეტალების მიმართ. წინასწარ განჭვრეტილი ცხოვრება — ეს მათი იდეალია. არ უყვართ, როცა მოვლენები ჩვეული კალაპოტიდან ვარდება.
დეტალებისადმი დამოკიდებულება „კვადრატებს“ ოპერატიულობაში უშლის ხელს. აკურატულობამ და წესების დაცვამ შესაძლოა უკიდურესობაში გადაყაროს ისინი.
გარდა ამისა, მათი რაციონალურობა და ემოციური „სიმშრალე“ ხელს უშლის „კვადრატებს“ კონტაქტების სწრაფად დამყარებაში.
სამკუთხედი
ეს ენერგიული და ძლიერი პიროვნებაა. „სამკუთხედების“ მთავარი მახასიათებელი — მთავარზე კონცენტრირების უნარია. შეუძლიათ სწრაფად და ღრმად გააანალიზონ ვითარება და ყურადღება მთავარზე შეაჩერონ, ხოლო დეტალებს ყურადღება დიდად არ მიაქციონ.
ეს ძალზე თავდაჯერებული ხალხია, რომლებსაც სურთ, ყველაფერში მართლები იყვნენ. მუდმივი სწრაფვა, მართონ ვითარება და სხვების მაგივრადაც მოაგვარონ საქმე, „სამკუთხედებს“ აყალიბებს იმგვარ პიროვნებად, რომლებიც გამუდმებით ეჯიბრებიან სხვებს. ხშირად არიან კატეგორიულები, ვერ იტანენ შეკამათებას და უჭირთ შეცდომების აღიარება.
მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარიერა და ისწრაფვიან მაღალი სტატუსისკენ. მათი მთავარი უარყოფითი თვისება ძლიერი ეგოცენტრიზმია.
ზიგზაგი
ეს შემოქმედებითი პიროვნებაა. ასეთებს ინტუიციური და წარმოსახვითი აზროვნება ახასიათებს.
თანმიმდევრულობა ნამდვილად არ არის „ზიგზაგების“ სტილი. მათი გონება თითქოს თავგანწირულ ნახტომებს აკეთებს. არ არიან ჩაციკლულები დეტალებზე და ყველაფერში სილამაზეს ხედავენ.
„ზიგზაგებს“ ძლიერ აქვთ განვითარებული ესთეტიკური გრძნობები.
მათ არ შეუძლიათ იმუშაონ ისეთ ადგილებზე, სადაც მკაცრად გაწერილი ვალდებულებებია. საქმეში მათთვის მთავარია დამოუკიდებლობა. თუ „ზიგზაგი“ თავს კომფორტულად გრძნობს სამსახურში, მაშინვე იწყებს ახალი იდეებისა და მეთოდების გენერირებას.
მათ არ შეუძლიათ იმუშაონ ისეთ ადგილებზე, სადაც მკაცრად გაწერილი ვალდებულებებია. საქმეში მათთვის მთავარია დამოუკიდებლობა. თუ „ზიგზაგი“ თავს კომფორტულად გრძნობს სამსახურში, მაშინვე იწყებს ახალი იდეებისა და მეთოდების გენერირებას.
იდეალისტები არიან და ამიტომ მიამიტობა და არაპრაქტიკულობა ახასიათებთ. ყველა ზემოთ ნაჩვენებ გეომეტრიულ ფიგურას შორის ზიგზაგი ყველაზე იოლად აღგზნებადია. თავშეუკავებლები არიან, რაც ხშირად უშლის ხელს, განახორციელონ იდეები.
წრე
პირველი, რითაც „წრეები“ არიან დაინტერესებული — კარგი ურთიერთობებია. ძალიან კეთილგანწყობილები არიან. შეუძლიათ მტკიცე კოლექტივისა თუ მყარი ოჯახის შექმნა.
ახასიათებთ მაღალი მგრძნობიარობა და ძლიერი ემპათია. კარგად „კითხულობენ“ ადამიანებს და შეუძლიათ სწრაფად ამოიცნონ მატყუარა და თაღლითი.
ასეთები საქმეზე კი არა, სხვა ადამიანებზე არიან მომართულები. ოღონდ მშვიდობა შეინარჩუნონ და შეუძლიათ უარი თქვან საკუთარ პოზიციაზე. ეს იმიტომ, რომ „წრეები“ მეტად მძიმედ იტანენ კონფლიქტებს. ასეთებისთვის უცხოა გადამჭრელი ნაბიჯები და ხშირად ვერ ახერხებენ თავის ისე წარმოჩენას, როგორც საჭიროა.
მორალისა და სამართლიანობის კუთხით „წრეები“ შესაშურ სიმტკიცეს იჩენენ. მათი აზროვნება გრძნობებსა და მორალურ ფასეულობებზეა გამახვილებული. ცდილობენ შეხების წერტილები იპოვონ განსხვავებულ შეხედულებებში.
ოთხკუთხედი
ასეთები უკმაყოფილონი არიან ამჟამინდელი მდგომარეობით და გამუდმებით ეძებენ უკეთეს სიტუაციას. მათი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ვერასდროს განჭვრეტ წინასწარ, როგორ მოიქცევა გარდამავალ პერიოდში.
როგორც წესი, დაბალი თვითშეფასება აქვთ და ეძებენ რამე ისეთს, რაც უკეთესს გახდის. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე იმიჯს.
„ოთხკუთხედები“ ცნობისმოყვარენი არიან და გულწრფელად აინტერესებთ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. არიან გამბედავები, არ უშინდებიან ახალ იდეებს და იოლად ითვისებენ ყველაფერ ახალს.
გარდამავალ პერიოდში ხშირად ხდებიან მანიპულატორების მსხვერპლი, ვიანიდან ამ ვითარებაში მიმნდობები ხდებიან.